20 ივლისი, 2017

Linkin Park-ის სოლისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკული როკ ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

41 წლის მომღერალი ჩამომხვრჩალი ლოს ანჯელესში მის რეზიდენციაში აღმოაჩინეს. მას 2 ცოლისგან 6 შვილი დარჩა. ჩესტერ ბენინგტონი დიდხანს ებრძოდა ნარკოტიკს და ალკოჰოლს და განკურნებას ცდილობდა.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ჩესტერის უახლოესი  მეგობარი იყო მომღერალი კრის კორნელი, რომელმაც სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით ორი თვის წინ დაასრულა და მანაც თავი ჩამოიხრჩო. 20 ივლისი კრისის დაბადების დღეა, ის 53 წლის გახდებოდა.

პრესტიჟული მუსიკალური პრემიის “გრემის” ორგზის მფლობელმა ჯგუფმა 7 ალბომი გამოსცა, ერთ-ერთი ბოლო One More Light 19 მაისს გამოვიდა.