Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდაამერიკის ყოველწლიური მასშტაბური ეროვნული გამოფენა “შავ-თეთრი” 29 ივლისს ნიუ იორკში გაიხსნება. BWAC-ს ექსპოზიციზე მოსახვედრად კონკურსი რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

პროექტის ორგანიზატორებს ნიუ იორკის სახელოვნებო ელიტიდან ჟიურის საპატიო წევრი ელისონ ჰოკანსონი ჰყავდათ მიწვეული, რომელიც ნიუ იორკის “მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმის” ევროპული ხელოვნების კურატორია. სწორედ მან გამოავლინა აშშ-ს 1100-ზე მეტი ხელოვანიდან სულ 110 საუკეთესო, რომელთა შორის ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილია.

თავად ელისონ ჰოკანსონმა განაცხადა: “ნამუშევრების საერთო დონე ძალიან მაღალი, ძლიერი და მრავალფეროვანი იყო. თუმცა, პირველ რიგში ის ნამუშევრები შევარჩიე, რომელიც გამოფენის კონცეფციასთან “შავ-თეთრის” იდეასთან საინტერესო ფორმით იყო დაკავშირებული, რომელზეც მასალის ფლობის უნიკალური ტალანტი იყო წარმოჩენილი და მოულოდნელობის ელემენტი შეტანილი. სტილის, განწყობისა თუ მესიჯის განურჩევლად, ექსპერიმენტირება-აღმოჩენის სულისკვეთება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.”

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევან სონღულაშვილის ბავშვის პორტრეტი “სტიქსის” სერიიდან. ტილოს ზომაა 152.4 სმ × 182.88 სმ-ზე. შესრულებულია ზეთითა და აკრტილით.

BWAC ბრუკლინში ხელოვანთა ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 1978 წელს დაარსდა. უნიკალური 25.000 კვადრატული ფუტის ფართობის გალერეა ბრუკლინში, სამოქალაქო ომის დროინდელ შენობაში რედ ჰუკის სანაპიროზე მდებარეობს. გალერეა ესაზღვრება ნიუ იორკის პორტს და ვერაზანოს ხიდს, საიდანაც თავისუფლების ქანდაკების ხედი იშლება, რაც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. გალერეას ყოველწლიურად 18.000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

ექსპოზიცია ნიუ იორკში 29 ივლისს გაიხსნება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა