Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაიცანით არაპროფესიონალი მომღერალი, რომელიც პროფესიონალურად მღერის

19 ივლისი, 2017

გაიცანით არაპროფესიონალი მომღერალი, რომელიც პროფესიონალურად მღერისთბილისის N123-ე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას, ბაღის პერსონალმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი მუშაობისას შესანიშნავად მღეროდა, მისი სიმღერა ჩაწერა და ინტერნეტში გაავრცელა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ დეტალურად გამოიკვლია მოყვარული მომღერლის ისტორია და გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშოებზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი პაატა თავდგირიძეა. ის ქუთაისიდანაა, არაპროფესიონალი მომღერალია, დამოუკიდებლად ეუფლება ხალხურ სიმღერებს და ოცნებობს პროფესიონალ მომღერლებთან ერთად სიმღერაზე.

სააგენტომ გადაწყვიტა, პაატას ამ ოცნების ასრულებაში დახმარებოდა და სასიამოვნო სიურპრიზიც დაგეგმა. საბავშვო ბაღში გადამღები ჯგუფი „ბასიანთან“ ერთად მივიდა და მათი ერთობლივი სიმღერა ჩაწერა.

ანსამბლის ბიჭებმა პაატასთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და მას „ბასიანის“ ახალი ალბომი აჩუქეს. მომღერლები შეთანხმდნენ, რომ პაატა ამ ალბომიდან სხვა სიმღერებსაც დაეუფლება და მომავალში უფრო მეტ სიმღერას შეასრულებენ ერთად.