24 ივლისი, 2017

“ესაა მთავარი!”

მუსიკოსი ია საკანდელიძე ბოლო დღეებში მარშების ჩატარების თემას ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ მთავარი საფრთხის წინაშეა მარში ჩასატარებელი და არა თითიდან გამოწოვილი სისულელეების წინააღმდეგ.

ია საკანდელიძე:

“თბილისო, საყვარელო, რა დაგმართეთ?! ყველაფრის “მარშებს” ვაწყობთ და ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის ჟანგბადის და ჯანმრთელი გარემოს დასაცავ მარშებს არ ვაწყობთ?!

და გაივსო თურქეთის საავადმყოფოები ჩვენიანებით… რა ვქნათ? ყველაზე მთავარზე ხმას არ ვიმაღლებთ?! პარკები გაჩანაგებულია საქართველოს მაშტაბით, ძვირადღირებული სასტუმროებიდან და რესტორნებიდან კანცეროგენი იფრქვევა!!! იმ სასტუმროებს ჩვენ ვერ შევწვდებით და რა გვრჩება აქედან?

ხმაურობენ გამწოვები და კონდენციონერები და რაღაც ტურბინები, ირგვლივ გარემო ბინძურდება, ბუნება გაჩანაგდა და ბავშვები (ჩვენი თავი ჯანდაბას?!) რითი სუნთქავენ? აქედან მოდის უდავოდ ჩვენში ჩაბუდებული აგრესია და ცუდი ენერგია.

ამის საწინააღმდეგო მარშია საჭირო და არა თითიდან გამოწოვილი სისულელეები! ესაა მთავარი! გააჩერონ მავნე მანქანები!!! აიკრძალოს ცუდი საწვავი! ესაა ბიოლოგიური იარაღი, ალბათ მტრებმა ჩვენი სისუსტეები კარგად შეისწავლეს და ახლა ჩვენივე ხელით დაგვაავადეს და გვანგრევენ… შენობა – ფული! ბეტონი – ფული! კორპუსები – ფული! ქალაქი ვეღარ ნიავდება?! კურორტებიც იგივე დღეშია?!”