11 ივლისი, 2017

ერთად გადავარჩინოთ ახალგაზრდა ფლეიტისტი

18 წლის ფლეიტისტს სოფიო ქამუშაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და გადაუდებელი ოპერაცია გერმანიაშია გასაკეთებელი.

ინფორმაციას სოფიოს შესახებ მისი დედა, მევიოლინე ნინო კემულარია ავრცელებს:

“მე ვარ ნინო კემულარია 4 შვილის დედა, პროფესიონალი მევიოლინე. ჩემი შვილი სოფიო ქამუშაძე, (18 წლის) რომელმაც ახლა დაამთავრა, როგორც საჯარო, ასევე ზაქარია ფალიაშივილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი ფლეიტის სპეციალობით, ჯერჯერობით ვერ აგრძელებს სწავლას, რადგან ესაჭიროება სასწრაფოდ ოპრაციის გაკეთება გერმანიაში.

ბავშობაში გადატანილი ვირუსისგან განვითარდა ქრონიკული ოტიტი ჩირქდენა, რაც მე-7-ე წელია არ წყდება, ერთ ყურში სმენა უკვე დაზიანებულია, ძვალი დაზიანებული და გათხელებულია. გავიარეთ სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობა, მაგრამ რჩება მხოლოდ სასწრაფო ოპერაციის გზა – უნდა ამოიკვეთოს დაზიანებული ძვლის ნაწილი და ჩაიდგას იმპლანტი, ოპერაციის გადადება არამარტო სმენის დაკარგვას ემუქრება, არამედ რისკის ქვეშ აყენებს სოფოს ჯანმრთელობას. ოპერაცია, რომელიც გერმანიაშაა დაგეგმილი, 12.000 ევრო ღირს.

უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ, რადგან არანაირი დაზღვევა არ გვაქვს საზღვარგარეთ. წინასწარ გიხდით მადლობას!

ანგარიში საქართველოში: GE03BG0000000116958700
ანგარიში საზღვარგარეთის: DE22342700240104452800
Nino Kemularia