27 ივლისი, 2017

“ერს, რომელსაც ეროვნული თავმოყვარეობა არა აქვს, მუდამ სხვისი საწველი ფური იქნება”

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი ცოტნე გამსახურდია ბაბუის მოსაზრებებს აქვეყნებს.

21 წლის კონსტანტინე გამსახურდიას მოსაზრებანი 1913 წელს გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე დაიჭებდა:

“გერმანელთა ცხოვრებაში ბევრი ნაკლოვანება შევამჩნიე: გაუთლელობა, წვრიმალობა, წრეს გადასული ფორმალისტობა, მაგრამ იმავე დროს ბევრი ისეთი თვისება შემინიშნავს გერმანელების ხასიათში, რაც ბევრჯერ მინატრია ჩემი ერისათვის.

ესენია: მოვალეობის მტკიცედ ასრულება, ეროვნული თავმოყვარეობა, საკუთარი ძალღონის იმედი, თუმცა ხშირად გადაჭარბებული, მაგრამ მაინც ღირსი მიბაძვისა და პატივისცემისა.

…ყოველი ერი, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, თავმოყვარეა, ყველა სცდილობს არსებობისათვის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდეს. ნურავისა აქვს იმის იმედი, რომ მეზობლის ქურქი გამათბობსო.
ამას ცხადად მოწმობს ევროპის ისტორია და რაღა ევროპისა, მარტო ის მეხი, რომელიც წარსულ საუკუნეში ჩვენს მამა-პაპას თავს დაატყდა…

…ვაი, იმ ერს, რომელსაც ეროვნული თავმოყვარეობა არა აქვს, იგი მუდამ სხვისი საწველი ფური იქნება და ჩამორჩენილი – იმ დიად მიზანს, რომლისკენაც მთელი კაცობრიობა და ყოველი ერი ცალ-ცალკე მიისწრაფის“.