23 ივლისი, 2017

“ძალიან მიჭირს”

პოეტ გელა დაიაურის ცხოვრებაში ივლისი ყველაზე მძიმე თვეა. 6 წლის წინ ამ დროს მუცოს ხეობაში საშინელი ტრაგედია მოხდა. გელას მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და ორი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

გელა დაიაური ამ ტკივილიან დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს:

“დავიწყება… ეს სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი…. როცა გიყვარს, როცა გყვარებია…. სიყვარული და დავიწყება…. ორი უკიდურესობაა… ძალიან მიჭირს უშენობა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით…

მიშველე რამე, თეო… დამავიწყებინე სიყვარული… ან მოდი, ან წამიყვანე თქვენთან…. მიყვარხარ!!! გაცხოვნოთ უფალმა…”