Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დარჩება თუ არა გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში?

დარჩება თუ არა გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში?ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენის საკითხს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე განიხილავენ.

იუნესკომ 2013 წელს გელათის კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი საფრთხის შემცველი ძეგლების ნუსხაში შეიტანა. ამის მიზეზი ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები გახდა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ბაგრატი ვეღარ აკმაყოფილებს იუნესკოს კრიტერიუმებს, იმიტომ რომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნანგრევის სახით იყო შეტანილი.

ბაგრატის ტაძრის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხიც. გელათი და ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან ერთი ნომინაციით არის შეტანილი.

დარჩება თუ არა გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც 2 ივლისს იხსნება და 12 ივლისამდე გაგრძელდება.