14 ივლისი, 2017

ბახალა თავისუფალია

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე ბახალა თავისუფალია. მისი მორიგი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა და ხელოვანი 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბახალა 5 თვის წინ დააკავეს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფლობისთვის.

მსახიობის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მეგობრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, სპეციალური ვიდეორგოლები ჩაწერეს და დედა ენის ბაღში საპროტესტო აქციაც ჩაატარეს.