Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბაბილინა: SOS!

12 ივლისი, 2017

ბაბილინა: SOS!პატარებისთვის გამორჩეულად საყვარელი ნატო სულხანიშვილი, იგივე ბაბილინა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას არ შევიდნენ შეცდომაში:

” SOS! დაიმახსოვრეთ ეს ნომერი – 593 20 04 78! იმდენჯერ მომივიდა მესენჯერში, რომ 1 წლის ბავშვს მე-3 ჯგუფის დადებითი ჯგუფის სისხლი სჭირდება, რომ ამას საპატრიარქო ავრცელებსო და ყველას გადაუგზავნეთო, გადავწყვიტე სათითაოდ პასუხების წერას აქ დავწერო.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო! იგივე ნომერი, იგივე ტექსტით 2008 წელს გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში და მე რადგან ზუსტად ამ ჯგუფის სისხლი მაქვს, დავრეკე მითითებულ ნომერზე და, სამწუხაროდ, ეს ნომერი არ აღმოჩნდა რეგისტრირებული. დავრეკე იმიტომ, რომ ნამდვილად გავიღებდი სისხლს ბავშვის გადასარჩენად (რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყო)…

მესმის, რომ თქვენც იგივე მოტივით ავრცელებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან გთხოვთ, სანამ რამეს გაგზავნით სადმე, ჯერ შეამოწმეთ, რადგან ვიღაც ნამდვილად ერთობა და თან ძალიან ცუდ თემაზე!”