12 ივლისი, 2017

ასეთი აღსარება ჯერ არ მოგისმენიათ

12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქანდას ეკლესიაში მამა სერაფიმემ და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა შეკრებილ მრევლს ახალი დუეტი შესთავაზეს.

“აღსარება” – ასე ეწოდება საგალობელს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უკვე მოისმინა და მისი ლოცვა-კურთხევით ეს საგალობელი ფართო საზოგადოებაში გავრცელდა.

“არტ ინფო” გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს და გთავაზობთ გია გაჩეჩილაძისა და მამა სერაფიმეს დუეტს, რომელსაც ერის აღსარება უწოდეს.