23 ივლისი, 2017

აქცია პანტომიმის თეატრის გადასარჩენად

29 ივლისს, 16 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წინ თეატრალურიაქცია გაიმართება. აქცია პანტომიმის თეატრის გადასარჩენად მოუწყობა.

აქციის შესახებ ინფორმაციას პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელობა ავრცელებს:

“წლების უკან, წინა ხელისუფალის მიერ, 1 ლარად გაიყიდა თეატრის შენობის ნაწილი, ხოლო ნაწილი დარჩა თეატრს.

ეკონომიკის სამინისტროსთან ამ საკითხზე შექმნილ სპეციალურ კომისიაში დავების, განხილვების შედეგად, რომელშიც აგრეთვე ჩართული იყვნენ საჯარო რეესტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლები, დავადასტურეთ ჩვენი უფლება თეატრის ფართებზე, მოვიპოვეთ და წარვადგინეთ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, ნახაზები, მივიღეთ სიტყვიერი თანხმობა, რომ მოახდენდნენ რეგისტრაციას, მაგრამ სიტყვა დარჩა შეუსრულებლად.

დავრჩით უპასუხოდ, ეკონომიკის სამინისტროდან თვეებია უშედეგოდ ველით პასუხს – მოახდინონ თეატრის ფართის რეგისტრაცია მათივე შექმნილი კომისიის დასკვნების შესაბამისად.

შალიკაშვილმა შექმნა მიმართულება ქართულ თეატრში, დაარსა სახელმწიფო თეატრი, გახსნა ფაკულტეტი, დააარსა პანტომიმის სტუდია, გახსნა საერთაშორისო ცენტრი, მან შექმნა ეპოქა!

გახდით თეატრალური აქციის მონაწილე!

ერთად მოვითხოვოთ ნახევარი საუკუნის თეატრის საკითხის დროული გადაწყვეტა!”