21 ივლისი, 2017

“ცხვირით ააღებინეთ ეს საზიზღრობა”

– ასე მიმართავს შესაბამის უწყებებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტში XIII საუკუნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოებს ავრცელებს:

“ცხვირით ააღებინეთ ეს საზიზღრობა, ამ უგნურ და ბეც თანამშრომლებს!”

დეკანოზი გიორგი მაღრაძის ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაციას შეეხება:

“ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გვაუწყებს,რომ თურმე დასრულდა სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაცია…

გზას რომ აკეთებთ ეს კი მისასალმებელია, მაგრამ ეკლესიის გარშემო, საძირკვლამდე რომ არ მოგეასფალტებინათ, რა მოხდებოდა, მითუმეტეს წერილობით გაფრთხილებული იყავით შესაბამისი უწყებიდან?!

XIII საუკუნის ეკლესიის დაბზარულ კედლებს ერთი მაგ ტრაქტორის გრიალი აკლდა!”

ეკლესია გზის დაგებამდე

ეკლესია გზის დაგების შემდეგ

გზის რეაბილიტაცია