24 ივლისი, 2017

ქართველი მსახიობების დიდი გამარჯვება

ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობებმა დიდ გამარჯვებას მიაღწიეს.

“პრიზი საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის” გადაეცა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” სამსახიობო ანსამბლს. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა და გიორგი ხურცილავა თამაშობენ.

პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის კი “ჩემი ბედნიერი ოჯახის” რეჟისორებმა ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა მიიღეს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია.