15 ივლისი, 2017

ტაო კლარჯეთის ქართული ეკლესიები BBC-ს ფოკუსში

ტაო კლარჯეთში არსებული ტაძრები BBC-ს ყურადღების ცენტრში მოექცა.

„თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას BBC, რომლის ავტორებიც ქეითი ნადვორნი და ემა ჰარპერი არიან.

წერილში მოთხრობილია თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებზე, რომლებიც გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებენ. სტატიაში საუბარია ოშკის ეკლესიაზე, რომელიც საქართველოს და თურქეთის შეუთანხმებლობის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია.

თურქეთ-საქართველოს შეუთანხმებლობის გამო, არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე მყოფი სხვა ქართული ეკლესიებიც.

ქეითი ნადვორნი და ემა ჰარპერი მკითხველს ქართულ ეკლესიებს და იქ არსებულ რთულ მდგომარეობას მრავალფეროვანი ფოტოებითაც აცნობენ.