100 წლის ასაკში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ქეთევან კობახიძე გარდაიცვალა.
იგი „მუსკომედიის“ თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო და ხალხის უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. მის მიერ შექმნილი არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე კიდევ დიდხანს ემსახსოვრება თეატრის ერთგულ მაყურებელს.
თეატრისადმი უსაზღვრო სიყვარული მის შთამომავლობაშიც გაგრძელდა – მისი შვილიშვილი ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.