6 ივლისი, 2017

ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

რამდენიმე თვის წინ თბილისში 50-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის სახელობის ქუჩებზე ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები განთავსდა.

„ქალაქი ბიბლიოთეკა“ – ასე უწოდეს პროექტს მისმა ორგანიზატორებმა. ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით მკითხველებს პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებთან ერთად მათი პუბლიცისტური ნაშრომების, ჩანახატების და წერილების ჩამოტვირთვის საშუალებაც აქვთ.

სამწუხაროდ, ელექტრონული ბიბლიოთეკა მიუღებელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიტერატურის ფასი არ იცის და ერთ-ერთი სტენდი დაამტვრიეს.

ინფორმაციას და ფოტოს ტატა გამყრელიძე ავრცელებს:

“რამდენმა ხალხმა იწვალა ამის შექმნაზე და რა უცებ დაულეწიათ.”