30 ივლისი, 2017

“აუცილებელია მუზეუმის გაკეთება”

სამცხე ჯავახეთში არაერთი უნიკალური ძეგლია შემორჩენილი. ეკლესია-მონასტრების ნანგრევებთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა მესხური სახლები.

ირაკლი ორაგველიძე სოფელ საროში მდებარე XVI საუკუნის მესხური სახლის ფოტოებს ავრცელებს და მუზეუმის გაკეთების აუცილებლობაზე საუბრობს:

“სახლი სანახევროდაა მიწაშია ჩაფლული, გააჩნია სრულფასოვანი კედლები და ბუხრები, საძინებლები და ბოსელი. სახურავი აწყობილია კარგად დამუშავებული მორებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძველად ეს მხარე გაუვალი ტყეებით იყო დაფარული, რომლებიც უმოწყალოდ გაიჩეხა XIX საუკუნეში.

ერთ-ერთ სურათზე ჩანს რიტუალური დედაბოძი გამოსახული ბორჯღალით. თურქობის დროს კუთხე ასე ინარჩუნებდა ეროვნულ იდენტურობას.

მთლიანობაში სახლი შედგება 3 ოთახისგან.

შესაძლებელია და აუცილებელია მუზეუმის გაკეთებაც, სახლი აშკარად საჭიროებს ხელის შევლებას.”