29 ივლისი, 2017

“ამოვიღოთ ხმა დღეს!”

– დავადგათ საშველი იმ პეტიციას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ! საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, რუსეთის მოქალაქემ თუ არ ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ვერ გადმოკვეთს საზღვარს! წავიდეს ნიცაში, მონაკოში, ალპებში, ტაიგაში, კატმანდუში! აქ ნუ ჩამოვლენ და ნუ დაგვამცირებენ! – აცხადებს მომღერალი Sophie Villy – სოფი ვილი:

“ამ ფოტოს ქვეშ ინსტაგრამში, ნახავთ ნიღაბ მოხსნილი რუსების კომენტარებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ტურისტული ბიზნესი ააწყვეს. ყოველგვარი გადასახადების და სირთულეების გარეშე! უბრალოდ ჩამოვიდნენ და გრძნობენ თავს საკუთარ მიწაზე, ქართველ ხალხს კი არარაობად თვლიან!

რეაგირება უნდა მოხდეს დღეს და ეხლა!!!! ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ემხრობა და არ აღიარებს პუტინს და მის დიქტატურას!

დავადგათ საშველი იმ პეტიციას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ! საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, რუსეთის მოქალაქემ თუ არ ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ვერ გადმოკვეთს საზღვარს! წავიდეს ნიცაში, მონაკოში, ალპებში, ტაიგაში, კატმანდუში! აქ ნუ ჩამოვლენ და ნუ დაგვამცირებენ!

ხოლო მხდალ “გრუზინებს”, ძალით ქართველებს, რომლებიც ელაქუცებიან ასეთ ხალხს და რუსულ ენაზე გადაიყვანეს ყველაფერი ლესელიძის ქუჩიდან დაწყებული, ყაზბეგით დამთავრებული, მივმართავ დიდი თხოვნით: შეეშვით მტრის უკანალის ლოკვას! ეგ ფული არც თქვენ და არც თქვენს შვილებს არ შეგერგებათ! საბოლოოდ დარჩებით ქვეყნის და მიწის გარეშე!

აღიარეთ სიმართლე! აღიარეთ დამპყრობლის არსებობა და ეცადეთ იყოთ სამართლიანები!

ამოვიღოთ ხმა დღეს! ეხლა! სასწრაფოდ!”