Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა იოსელიანის საფლავი ისევ შეურაცხყვეს

ჯაბა იოსელიანის საფლავი ისევ შეურაცხყვესდიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მწერლის, პოლიტიკოსის და მხედრიონის დამაარსებლის ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯაბა იოსელიანის საფლავს უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ. საფლავის ქვაზე ოქროსფრად ეწერა – “გადამასვენეთ”. ამის შესახებ პანთეონის ადმინისტრაციამ „იმედისგან“ შეიტყო. დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა. 10 ივლისს ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეა, მას 91 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ეს ქმედება ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეს უკავშირდებოდეს.

ჯაბა იოსელიანი ავტორია სამი მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ოთხი რომანის და რამდენიმე სცენარის თეატრალური სპექტაკლისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა თეატრებში დაიდგა.

ფოტოს ავტორი ლევან კვატაშიძეა.