Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ფილმის ჯილდო კარლოვი ვარის ფესტივალზე

ქართული ფილმის ჯილდო კარლოვი ვარის ფესტივალზეკარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმის “დედე” მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიმართა და ნამუშევარმა ჟიურის პრიზი მიიღო.

მარიამ ხაჭვანი:

“დედეს” პირველი პრემიერა, პირველი პრიზი (ჟიურის პრიზი) კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მადლობა ფესტივალს, ყველა მხარდამჭერს, ჩვენს ყველა გულშემატკივარს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უმაგრეს ჯგუფს, რომელთა ხელშეწყობითაც დავასრულეთ ფილმი, მიყვარხართ ძალიან. მთელი გულით გიხდით ყველას მადლობას.”