Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მსახიობების დიდი გამარჯვება

24 ივლისი, 2017

ქართველი მსახიობების დიდი გამარჯვებაოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობებმა დიდ გამარჯვებას მიაღწიეს.

“პრიზი საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის” გადაეცა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” სამსახიობო ანსამბლს. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა და გიორგი ხურცილავა თამაშობენ.

პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის კი “ჩემი ბედნიერი ოჯახის” რეჟისორებმა ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა მიიღეს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია.