Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საზოგადოების აქტუალური საკითხები GIPA-ს სტუდენტების ფილმებში

20 ივლისი, 2017

საზოგადოების აქტუალური საკითხები GIPA-ს სტუდენტების ფილმებშიGIPA-ს სტუდენტების ორგანზიებით დოკუმენტური ფილმების საღამოს კაფე ,,მზიურმა“ უმასპინძლა.

საღამოზე ჯიპას სტუდეტნების მიერ შექმნილი 5 დოკუმენტური ფილმი იქნა ნაჩვენები, რომლებმაც საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების წარმოჩენით, მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნამუშევრები თავად ფილმის ავტორებმა წარადგინეს.

ღონისძიების მიზანს დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია, დოკუმენტურ კინემატოგრაფში ახალი ტენდენციების ცოდნის გაზიარება და შემოქმედებითი ფილმების მიმართ საზოგადოების მეტი დაინტერესება წარმოადგენდა.

ფილმები მაყურებელთა ყველაზე მეტი მოწონების გათვალისწინებით შეირჩა: ,,ქაოსი-წესრიგი” – ფილმი XIX საუკუნის თანამედროვე ციფრული ბიუროკრატიის სახეზე – ქაოსური რიტმით შენიღბულ წესრიგზე მოგვითხრობს. ,,მაღარო“ – ფილმში ასახულია მაღაროელის ცხოვრება, რომელიც იძულებულია სწორედ იმ გვირაბში იმუშაოს, რომელიც მის სახლს საძირკველს ურყევს. ,,მეგობარი“ – რეჟისორი მაყურებელს ვარდისუბნელი ბიჭის ცხოვრებაზე უყვება, რომელიც უმაღლესში სწავლისთვის ემზადება, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ხან საქონლის ბაზრობაზე, ხანაც ბოსტნეულის მაღაზიაში მუშაობს. ,,გურამი და ციცინო” – ფილმი ასახავს კათარზისის ბინადრების ურთიერთობას მუსიკასთან და ერთმანეთთან, რომლებსაც სჯერათ, რომ ახალი თავგადასავლების დაწყება არასდროს არ არის გვიან. კინოჩვენების ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა ლეილა მუსტაფაევას ,,ღირსება“.

საზოგადოების აქტუალური საკითხები GIPA-ს სტუდენტების ფილმებში

კინოჩვენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ ქართული დოკუმენტური კინოწარმოების პრობლემები და მიღწევები განიხილა.