Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკოლოზ წულუკიძის ახალი თანამდებობა

ნიკოლოზ წულუკიძის ახალი თანამდებობათეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ფართო მაყურებელმა ტელევიზიიდან გაიცნო. იგი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “კულინარიულ დუელს” უძღვებოდა, მოგვიანებით შუადღის გადაცემაში რუბრიკა “პერსონა” მიჰყავდა, სადაც ცნობილ ქართველ ხელოვანებზე სტუმრებთან ერთად საუბრობდა.

თეატრმცოდნე ახლაც ტელეკომპანია “იმედში” მუშაობს, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის სხვა თანამდებობებზეც იმუშავოს.

ნიკოლოზ წულუკიძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ დაინიშნა.

ინფორმაცია ზუგდიდის თეატრმა გაავრცელა.