Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანა ჯორჯაძის საერთაშორისო წარმატება

ნანა ჯორჯაძის საერთაშორისო წარმატებაქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდება.

ზაზა ურუშაძის შემდეგ, ნანა ჯორჯაძე მეორე ქართველი რეჟისორია, რომელსაც ამ აკადემიის წევრად მიიღებენ.

ნანა ჯორჯაძის ფილმი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” ზუსტად 20 წლის წინ ოსკარზე იყო წარდგენილი ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”.

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია ყოველწლიურად იმატებს ახალ წევრებს. წელს მისმა ხელმძღვანელობამ 774 ახალი წევრის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არიან როგორც რეჟისორები, ასევე მუსიკოსები, სცენარისტები, მომღერლები, პროდიუსერები…

მთლიანობაში ამერიკის კინოაკადემიას 8.000-ზე მეტი წევრი ჰყავს.