Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელი რაჭაში აღინიშნება

10 ივლისი, 2017

ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელი რაჭაში აღინიშნებაილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წლის აღნიშვნა საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ილიას იუბილეს აღნიშვნა რეგიონების მასშტაბით ხორციელდება.

ამჯერად, საიუბილეო ღონისძიებების რუქას რაჭის მხარესაც დაფარავს. ხვალ, 11 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში შედგება ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის – „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ – რიგით მე-15 ღონისძიება.

ღონისძიების ფორმატში მოწყობა ილია ჭავჭავძის თემაზე სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშების დროებითი ექსპოზიცია და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გიორგი სავანელის ისტორიულ-კონცეპტუალური დრამის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენა. იგი უკანასკნელი 35 წლის მანძილზე, ილიას შესახებ პირველი მხატვრული ნაწარმოებია, სადაც ილია ჭავჭავაძის ფიგურა პოლიტკონიუნქტურის გარეშეა წარმოჩენილი და მის შესახებ მრავალ უცნობ დეტალს მოიცავს.

აღნიშნული ღონისძიება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპი 3 აპრილს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. მეორე ეტაპის აქტივობები კი უკვე სექტემბრის დასაწყისიდან იგეგმება.