Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ია შუღლიაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება

29 ივლისი, 2017

ია შუღლიაშვილის კიდევ ერთი გამარჯვებამარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ია შუღლიაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” შესრულებული მთავარი როლისთვის.

კინოფესტივალი ყოველწლიურად ყაზახეთის ქალაქ ალმათში იმართება, ხოლო წელს იგი ქალაქ ასტანაში ჩატარდა.

სულ რამდენიმე დღის წინ ფილმის სამსახიობო ანსამბლს, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზი საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის გადაეცა.

ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, გოვენ ჭეიშვილი და დიმიტრი ორაგველიძე – ეს ის ქართველი მსახიობები არიან, რომლებსაც მაყურებელი მალე ქართულ ეკრანებზეც იხილავს.

28 სექტემბერიდან ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნახვას მაყურებელი კინოთეატრებში შეძლებს.