Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაღლითობა ლიკა ყაზბეგის სახელით

30 ივლისი, 2017

თაღლითობა ლიკა ყაზბეგის სახელითსამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” ხელმძღვანელის ლიკა ყაზბეგის სახელით უცნობი ადამიანები სარგებლობენ და მსურველებს ფოტოსესიაში ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ:

“ამ ცხელ ზაფხულს ახალი ,,სიცხე” დამემატა! მითხრეს, რომ ამ გვერდიდან ფეისბუქ-მომხმარებლებს ჩემი სახელით წერენ და სთავაზობენ ფულად ანაზღაურებას ფოტოსესიაში.

გთხოვთ, ნურავინ წამოეგებით, მათ წინადადებას! ვინ ვინ და მე კი ზუსტად ვიცი, როგორი ადამიანები ეფარებიან სხვის სახელს და გვარს და რა მისწრაფებები აქვთ, როდესაც ამგვარი ხერხით ცდილობენ მიზნის მიღწევას. იმის ახსნა არ მჭირდება ალბათ, რომ არანაირ შეთავაზებას არ უნდა დათანხმდეთ მათი მხრიდან.

მე აქ ვარ! ნამდვილი, რეალური ლიკა და ჩემთან, სამოდელო სააგენტოში აქეთ იხდიან ფულს! სახელს და ავტორიტეტეს მთელი ცხოვრება იმისთვის არ ვუფრთხილდები, რომ თაღლითებმა სხვისი ნდობით ისარგებლონ!

თუ დამაკვალიანებთ როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო მათ შესაჩერებლად, მადლობას გეტყვით. 100 ოქროს ვიხდი მის თავში.

ახლახანს მასწავლეს, თუ როგორ უნდა მივუტანო ენა ცუკერბერგს, მისი სივრციდიან რომ გააძევოს ეს ფეიკი ,,ლიკა ყაზბეგი”. მომეხმარეთ რა დარეპორტებაში. 2 და 3 ადამიანი არ ეყოფა. ინსტრუქცია ქვევივით დევს.”