Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვარ გორის თეატრის მსახიობი…”

"ვარ გორის თეატრის მსახიობი..."გორის თეატრის მსახიობს მაია ტურაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მსახიობს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მსახიობი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

მაია ტურაშვილი:

“მეგობრებო, ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ ვიბრძოლო ჩემი შვილების გამო. სხვა შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი, რადგან იქაც, უფლის საუფლოში მელოდება ჩემი უფროსი გოგო.

ვარ გორის თეატრის მსახიობი. გამოკვლევებით სამი თვის წინ დამიდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. დამინიშნეს ძალიან ძვირად ღირებული წამლები – პერჯეტა – 8000ლარი. ჰერცეპტინი – 3800ლარი. სამწუხაროდ, ყველა რესურსი ამოგვეწურა. თბილისში ჩაწერაც არ მაქვს, ამიტომ არ მაფინანსებს მთავრობა. დანარჩენ წამლებზე და ანალიზებზე რომ არაფერი ვთქვა.

ყოველთვის რაც შემეძლო, უფლის წყალობით, ვეხმარებოდი გაჭირვებულს, რადგან თანადგომას დიდი ძალა აქვს და მასიურად ჩარიცხულმა თუნდაც ერთმა ლარმა, შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე. დიდი შანსი მაქვს დავამარცხო ეს ვერაგი დაავადება, თუ მკურნალობის გაგრძელებას შევძლებ.

იმედი მაქვს, ჩემი შვილების თვალებში ჩამდგარი შიში ღიმილით შეიცვლება. მადლი ხომ არ იკარგება. მადლის კეთება კი ყველაზე ღვთიურია.

თუ გააზიარებთ კარგი იქნება. GE67TB4366236512500020”