Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის სრული უპატივისცემლობა”

22 ივლისი, 2017

"ეს არის სრული უპატივისცემლობა"მომღერალი ნუცა შანშიაშვილი საქართველოში არსებული ვითარებით გაოცებულია და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სამშობლოში ჩამოსული ამერიკაში სრულიად ცარიელი და გოცებული ბრუნდება.

ნუცა შანშიაშვილი:

“სამი თვის წინ თბილისში ჩამომიყვანა უდიდესმა სიყვარულმა, ახლა ერთი-ორ კვირაში ვბრუნდები ამერიკაში სრულიად ცარიელი და გაოცებული… ის, რასაც ვუყურე ამ პერიოდში თბილისში, ხალხის უბედურებას, ნერვულ და ფსიქიურ შეშლილობას დეპრესიის ზღვარზე… ძალიან გული მატკინა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მე დავინახე, ეს არის სრული უპატივისცემლობა ერთმანეთის მიმართ…

ნიუ-იორკში მყავს ორი მეგობარი ბიზნესმენი ორივე ერთმანეთის დაუნდობელი მტერია, მაგრამ მტრობაშიც კი პატივისცემა აქვთ ერთმანეთის მიმართ…

ალბათ, მირჩევნია შორიდან ვემსახურო ჩემს საყვარელ საქართველოს ძალიან მაღალი და ხარისხიანი ხელოვნებით… იქ არ მტკივა, როგორც აქ, ჩემს უსაყვარლეს თბილისში…”