Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიესრამდენიმე თვის წინ თბილისში 50-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის სახელობის ქუჩებზე ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები განთავსდა.

„ქალაქი ბიბლიოთეკა“ – ასე უწოდეს პროექტს მისმა ორგანიზატორებმა. ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით მკითხველებს პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებთან ერთად მათი პუბლიცისტური ნაშრომების, ჩანახატების და წერილების ჩამოტვირთვის საშუალებაც აქვთ.

სამწუხაროდ, ელექტრონული ბიბლიოთეკა მიუღებელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიტერატურის ფასი არ იცის და ერთ-ერთი სტენდი დაამტვრიეს.

ინფორმაციას და ფოტოს ტატა გამყრელიძე ავრცელებს:

“რამდენმა ხალხმა იწვალა ამის შექმნაზე და რა უცებ დაულეწიათ.”