Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათუნიკა სხირტლაძის ძეგლი რაჭაში

11 ივლისი, 2017

დათუნიკა სხირტლაძის ძეგლი რაჭაშიდათუნიკა სხირტლაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის უკვდავსაყოფად გადაწყვეტილი იქნა, დაიდგას მისი ძეგლი მშობლიურ კუთხეში – ხიდიკარში. რადგან დათუნიკა სიცოცხლეშივე იყო ხალხის საყვარელი ხელოვანი, ამიტომ გადავყვიტეთ მისი ძეგლის შექმნაში ხალხმაც მიიღოს მონაწილეობა და სურვილისამებრ და შესაძლებლობის მიხედვით, გადარიცხოს თანხა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.

ინფორმაციას ამის შესახებ დათუნიკას მეუღლე მზია ჯინჭარაძე ავრცელებს:

“ჩემო საყვარელო ხალხო…

„დათუნიკა“ დღეს საქართველოს ტკივილად ქცეულა. ეს შევიგრძენი, როცა მის შვილთან ერთად, შვილთან, რომლის პატივი მამას არ ერგო გაეცნო, რომელსაც ოცი წელი ელოდა და მისი დაკრძალვის დღეს, 1 საათით ადრე დაიბადა..

სადაც კი მივედით, ეს აფთიაქში გინდა, პარკში, ტრანსპორტში, ქუჩაში, მთაში თუ ბარში, ყველა დიდი სიყვარულითა და ცრემლით ხვდება. ამსგავსებენ მამას და „ამონათებენ” მამის მსგავსი სახელით გაზრდილიყოს და დიდი ტკივილით მისტირიან „დათუნიკას“ ამ ქვეყნიდან ნაადრევ გასვლას. ქალს თუ კაცს, მოხუცს თუ ახალგაზრდას უნებურად აღმოხდებათ – ის დიდი კაცი იყო.

ვიგრძენი, რომ დათუნიკა სიცოცხლეშივე ქცეულა ლეგენდად. ამას მათქმევინებს ხალხის დიდი სიყვარული მისდამი. სიცოცხლეშივე გამხდარა „სახალხო“ ეს ხომ დიდი ჯილდოა უფლისგან, რაც რჩეულთა ხვედრია. დიახ, სიკვდილიც გამორჩეული იყო „დათუნიკასთვის“ ის ლამაზი სიკვდილით აღესრულა მშობლიურ სცენაზე, სადაც მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა, სცენაზე, რომელმაც აღზარდა, დაავაჟკაცა და ახლა სხვათა არსაზრდელად იყო დაბრუნებული. მან ქვეყანას აჩვენა და დაუტოვა ლამაზი რაჭული ცეკვა, რომელიც „ტაში ბიჭო გიორგუნათი“ არის ცნობილი და რომელი ცეკვაც ჰიტად იქცა.

ყოველივე ამან გადამაწყვეტინა „დათუნიკას“ ცხოვრების შემოქმედებითი წვა და ხალხისადმი მის მიერ გაცემული სიყვარული უკვდავყო „დათუნიკას“ ძეგლის დადგმით მის მშობლიურ კუთხეში, სოფელ ხიმში, ზემო და ქვემო რაჭის შესაყარში – ხიდიკართან. სადაც „დათუნიკა“ თითქოსდა უცხო ფრინველივით – მოდგა მაღალ მთას.

ნახევარი თანხა გავიღე მისმა ერთ-ერთმა უერთგულესმა მეგობარმა მეუღლემ, დარჩენილი მინდა შეივსოს თქვენგან შემოწირული თანხით, ჩემო საყვარელო ხალხო. მინდა მიიღოთ მონაწილეობა ამ ძეგლის შექმნაში და ეს ძეგლიც სახალხო გახდეს და ამ ძეგლით მისმა შვილმა იამაყოს, როცა გაიზრდება, რომელსაც არ ერგო პატივი მისი დიდი მამა გაეცნო, წელში გამართულმა თამამად გაიაროს და ღირსეულად გააგრძელოს დიდი „დათუნიკას“ დაწყებული საქმე, რასაც ქვეყნისა და ხალხის სიყვარული ჰქვია. დიდი მადლობა ყველას…

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ლარის ანგარიში: GE19TB7000517365100050 (GEL)
დოლარის ანგარიში: GE13TB7000517366100034 (USD)
მიმღები: მზია ჯინჭარაძე (დავით თევდორე სხირტლაძე)
დანიშნულებაში მიუთითეთ: დავით სხირტლაძის ძეგლის შექმნა