Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გული მტკივა”

17 ივლისი, 2017

"გული მტკივა"მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ანიტა რაჭველიშვილის პარიზში გამოსვლის თემას ეხმაურება. საზოგადოების ნაწილმა ანიტა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ვალერი გერგიევთან ერთად კონცერტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

ამ თემას ლიზა ბათიაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“ძვირფასო მეგობრებო, ჩვულებრივ ასეთ პოსტებს ვერიდები, მაგრამ ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოშოც “მომწიფდა”. პრესის და საზოგადეობის აქტიურ ( და ნაწილობრივად ულამაზო) ჩართვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უკრავს, ან არ უკრავს ვალერი გერგიევთან, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

1. პირადად მე გერგიევთან აღარ ვუკრავ. 2014 წელს, როტერდამში ჩვენ ერთადერთ საეთერო კონცერტზე, ბისის სახით პროტესტი გამოვუცხადე და ბევრი ქვეყნის პრესაში არაერთხელ ნეგატიურად ვახსენე. ამ კონცერტის შემდეგ არცერთ მის შემოთავაზებაზე არ დავთანხმებულვარ.

2. რაც შეეხება პარიზის კონცერტს, ანიტა რაჭველიშვილის ძალიან კარგად მესმის, როცა ასეთ სასიამოვნო და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ამ ქართველ გენიალურ მომღერალს თავისი წვლილის შეტანა სურს. საფრანგეთი არა მარტო რუსებს უყვართ! ანიტა რომ ერთ-ერთი ყველაზე გადადებული თანამედროვე პატრიოტი არის, ეს მთელმა საქართველომ იცის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის ადვილი არ იყო. მე პირადად გამიხარდა, რომ სცენაზე მხოლოდ გერგიევი “ენდ ფრენდს” არ იყვნენ, არამეტ ანიტაც და სხვა ძვირფასი ევროპელი კოლეგა.

3. დასანანია ის, და ამაზე მართლა გული მტკივა, რომ კონცერტის ორგანიზატორები გერგიევს სწორედ ასეთ ღონისძიებაზე პატიჟებენ, სადაც მისი ადგილი არანაირ შემთხვევაში არ არის. რაც მან იმ საღამოს იდირიჟორა, ამას ყველა დამწყებითი ფრანგი დირიჟორიც გაართმევდა თავს. აღარ ვლაპარაკობ სხვა ათეულ სახელგანთქმულ ნიჭიერ და სიმპატიურ მაესტროებზე.

4. სამწუხაროდ, გერგიევის “მოციქულებს” ძალიან ბევრს ვხდებით ევროპის მუსიკალურ ელიტაში. პრინციპში არც ვერბიეს ფესტივალზე აღარ უნდა იაროს ღირსეულმა მუსიკოსმა, სადაც გერგიევის დახმარებით პუტინის მეგობარი, რუსი ოლიგარქი, ფესტივლის მთავარი სპონსორი გახდა. არც მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრთან არ უნდა ვურთიერთობდეთ, სადაც ორკესტრმა ყირიმის ანექსიის პერიოდში ბევრი საპროტესტო აქციის დამოუკიდებლად, გერგიევი სამხატვრო დირიჟორად დანიშნა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კიდევ ბევრს არ ჩამოვთლი.

5. ალბათ, სანამ ევროპელები თავის კანზე რუსეთის აგრესიას არ გამოცდიან, ვერ გაიგებენ რომ ჩვენ, ხელოვნების წარმომადგენლები, პირველ რიგში, ადამიანები ვართ, ზოგი სინდისიანი და ზოგი უსინდისო. დასავლეთის კულტურის, თავისუფლების, კომფორტის, ცივილიზაციის და დემოკრატიული წყობის გამოყენება იმისთვის, რომ მერე მხარი დაუჭირო შენ დიქტატორ, ანტი-ევროპელ ოკუპანტ პრეზიდენტს და მის აგრესიებს, ძალიან დიდი უსინდისობაა… ვიცოდეთ… არ გავჩუმდეთ და გავითვალისწინოთ.”