Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგა გველესიანი რეანიმაციაში

გოგა გველესიანი რეანიმაციაშირუსთაველისა და მუსიკისა და დრამის თეატრების მსახიობი გოგა გველესიანი რეანიმაციაში იშემიური ინსულტის ანამნეზით მოხვდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა:

“ორი დღის წინ მოვხვდი რეანიმაციულ განყოფილებაში იშემიური ინსულტის ანამნეზით… აღმოჩნდა ძველი კერები, რომლებმაც პროვოცირება გამოიწვია… ინსულტი არ განვითარდა…

ახლა უკვე სახლში ვარ და გავდივარ გამოკვლევებს… მგონი გადავრჩი… ახლა ყველაფერი რიგზეა… ჩემი მაგარი მეგობრების წყალობით. ექიმები ჯერჯერობით ტელეფონზე საუბარს და გადაღლისგან თავის შეკავებას მოითხოვენ…”