Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არა გჯერათ, ჰოდა, ახია!”

"არა გჯერათ, ჰოდა, ახია!"ისტორიკოსი გიორგი კალანდია ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოითხოვს სუფთა გარემოს საქართველოსთვის:

“მაოცებს ხალხი – ზოგს ჰგონია, რომ ამერიკელები ჩვენს სუნელს ებრძვიან. ხალხნო და ჯამაათნო, სუნელი კი არაა მარტო ტყვიით სავსე – არამედ ჰაერი, წყალი და სრულიად ქართული საკვები! არა გჯერათ, ჰოდა ახია! გარშემო მიმოიხედეთ – დააკვირდით მხრჩოლავ მანქანებს, ბეტონის გარემოს, სისხლის გათეთრებების და კიბოთი დაავდებულთა რაოდენობას და მიხვდებით ყველაფერს!

ჩვენს გარშემო უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა, თქვენ კი სუნელის იმიჯზე და სამარშუტო ტაქსებში გაფუჭებულ კონდიციონერებზე დარდობთ! იგივე ტაქსი შავ კვამლს რომ გახრჩოლავთ პირ-სახეში, იმის სიმწარეს ვერ ხვდებით! და თუ ხვდებით, მაშინ ქართული მარში ინდოელების, არაბების და უზბეკების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი თავის გადასარჩენად უნდა მოვაწყოთ! სუფთა გარემო საქართველოს!”