3 ივლისი, 2017

ნიკოლოზ წულუკიძის ახალი თანამდებობა

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ფართო მაყურებელმა ტელევიზიიდან გაიცნო. იგი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “კულინარიულ დუელს” უძღვებოდა, მოგვიანებით შუადღის გადაცემაში რუბრიკა “პერსონა” მიჰყავდა, სადაც ცნობილ ქართველ ხელოვანებზე სტუმრებთან ერთად საუბრობდა.

თეატრმცოდნე ახლაც ტელეკომპანია “იმედში” მუშაობს, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის სხვა თანამდებობებზეც იმუშავოს.

ნიკოლოზ წულუკიძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ დაინიშნა.

ინფორმაცია ზუგდიდის თეატრმა გაავრცელა.