1 ივნისი, 2017

თბილისში კიდევ ერთ უნიკალურ შენობას ანგრევენ

თბილისში გამალებული მშენებლობები მიმდინარეობს. ამ პროცესს ხშირად დედაქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობები ეწირებიან.

გამონაკლისი არც მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტია. უნიკალური შენობას რატომღაც არ მიეკუთვნა ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი, სამაგიეროდ, მისი ნგრევა უკვე დაწყებულია.

ინფორმაციას თამარ ამაშუკელი ავრცელებს:

“არც კი ვიცი რა დავწერო, ჩვენი საშველი არ არის!
განსაკუთრებით დიდი “მადლობა” მინდა გადავუხადო:

1) წინა ხელისუფლებას, რომელმაც დაინანა სტატუსი ამ უნიკალური ობიექტისთვის და დღეს მენაშენს მისცა უფლება განმარტებით ბარათში ჩეწერა “არსებული შენობა არ მიეკუთვნება ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩამოთვლილ ობიექტებს….”

2) სს “მ2 უძრავი ქონება”-ს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ირწმუნებოდა – “რას ამბობთ ამას როგორ დავანგრევო”, როგორც ჩანს სიხარბემ და გაუმაძღრობამ გადაწონა “კეთილი განზრახვები”.

3) არქიტექტორ – ირაკლი შარაშიძეს ასეთი მაღალკვალიფიციური, ისტროიული ქალაქისთვის საშაბამისი “იერისთვის”.

4) ექსპერტ, ინჟინერ-კონსტრუქტორ რ. აფხაძეს მნგრეველ-მენაშენის ინტერესის გათვალისწინებსა და შენობისთვის სასუკვდილო განაჩენის გამოთანისთვის.

5) მერიის კომპეტენტურ, პასუხისმგებლობით აღსავსე საბჭოს, რომელმაც არ დაიზარა და დიდის სიხარულით შესწირა “ინვესტიციას” კიდევ ერთი “ბარტყი”.

6) და, რა თქმა უნდა, თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომელიც მუხლმოუდრეკელი ზრუნავს ქალაქის იერზე.

პ.ს. დიდი სიამოვნებით გადმოვდგებოდი ახლა ორღობეში და წყელვა-კრულვას მოგაქოქოლებდით, მაგრამ შევიკავებ თავს.”