21 ივნისი, 2017

SOS! – ნიკა წერეთელი!

ნიკა წერეთელი მუსიკალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი.

ნიაზ დიასამიძე, ბაკურ ბურდული, ჯგუფები „რეგიონი“, „აუტსაიდერი“, “გრავიტი“, „ბანდეროლი“, „პლუსი“ – ეს იმ მუსიკოსების და მომღერლების ჩამონათვალია, რომლებიც კოლეგის, მუსიკოს ნიკა წერეთლის მხარდასაჭერად სპეციალურ კონცერტს გამართავენ.

24 ივნისს კლუბში 33ა გაიმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტი, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს 10 ლარად შეეძლება.

– ხანგრძლივი და დაძაბული ლოდინის შემდეგ ნიკას საპროცესო შეთანხმებას უკეთებენ, თუმცა არც თუ კარგი პირობით, 4 რეალური წელი და 10.000 ლარი… ორჯერ საპროცესო შეთანხმების მიღწევაზე კატეგორიული უარი თქვა პროკურატურამ და მხოლოდ ამ პირობაზეა თანახმა.

იძულებული ვართ დავთანხმდეთ, რადგან თუ საპროცესო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მინიმუმ 7 წელს მიუსჯიან… მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, ვისაც გაქვთ ნიკას დახმარების სურვილი, ვისაც რისი საშუალება გექნებათ შევაგროვოთ…

ამ ეტაპზე სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ვეცდებით პრეზიდენტის შეწყალება გავაკეთოთ… – აცხადებენ ნიკას მეგობრები.