საქართველო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში

საქართველო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალშიმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი ELLE საქართველოს და ქართულ მოდას ვრცელ სტატიას უძვღნის.

სტატიაში მრავლად არის ქართველი მოდელის ანი ჩიხლაძის ფოტოები, რომელიც დიზაინერ ელენე გიორგაძის კოსტიუმებით რიყეზე, ნარიყალაზე, ლეღვთახევში, მშვიდობის ხიდზე, ყაზბეგში პოზირებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მოწონებით სარგებლობენ და ეს ქვეყანა მსოფლიოს მოდის სიახლეებს ენერგიულად უწყობს ფეხს.

ვრცელ სტატიასთან და ფოტომასალასთან ერთად, ჟურნალი ELLE სპეციალურ ვიდეორგოლსაც ავრცელებს, რომელიც თბილისსა და ყაზბეგშია გადაღებული.