15 ივნისი, 2017

საპირფარეშოდ გამოყენებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე აზერბაიჯანის ქალაქ ზაქათალაში მდებარე ქართული მართლმადიდებლური ტაძრის შესახებ ვიდეოს ავრცელებს:

“საპირფარეშოდ გამოყენებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი – ქალაქ ზაქათალის წმიდა სამების ეკლესია, ჰერეთი, ისტორიული საქართველო, დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

ეკლესიის შენობა XIX საუკუნისაა. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას საპირფარეშოდ ქცეული ტაძრისთვის მიუკრავს დაფა, რომელიც გვაუწყებს, რომ ალბანური ეკლესიაა IV-X საუკუნეებისაა!

სასაცილოა და სატირალი…”