“საოცრად სასიამოვნო ფაქტი მინდა გაგაცნოთ”

"საოცრად სასიამოვნო ფაქტი მინდა გაგაცნოთ"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საგალობლები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ნინო ონიანი ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, სადაც ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა კომპოზიტორმა ეთერ ბოჭორიშვილმა ილია მეორის საგალობელი “კირიე ლეისონ” კათოლიკე მრევლთან ერთად ორღანის თანხლებით შეასრულა:

“ერთი საოცრად სასიამოვნო ფაქტი მინდა გაგაცნოთ. ესპანეთში, კერძოდ კორდობაში გვყავს ერთი ძალზედ სიმპატიური ქალბატონი, კომპოზიტორი ეთერ ბოჭორიშვილი, რომელიც იმ გაუსაძლის, ემიგრანტისათვის ასე დამღლელ შრომას აქტიურად უთავსებს მის მუსიკალურ განათლებას. ის ხშირად, შემდგომ კი მუდმივად კათოლიკურ ეკლესიაში სრულიად უსასყიდლოდ უკრავს ორღანზე. მისი შეთავაზებით, კათოლიკე მრევლმა დაამუშავა და შეასრულა უწმინდესის, ილია მეორის ,,კირიე ლეისონ”, ვფიქრობ, ნამდვილად ქების ღირსია ქალბატონი ეთერი. მომავალში დაგეგმილი აქვს მრევლს შეასწავლოს უწმინდესის ,,ალილუია”, რომელსაც შესრულებისთანავე ჩვენც ვიხილავთ.”