Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სანამდე საბოლოოდ ჩაიქცა, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება”

"სანამდე საბოლოოდ ჩაიქცა, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება"თბილისში უძველეს შენობებს ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მათი უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელ გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე თბილისის ცენტრში, ზუბალაშვილების ქუჩაზე·მდებარე სახლის ფოტოებს აქვეყნებს და შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“ეს სახლი დგას ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიასთან. ბევრმა იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ შიგნით ხალხი აგრძელებს ცხოვრებას. არადა სახლი ძლივს დგას, იმდენად სავალალო მდგომარეობაშია. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მითხრა, რომ ვინაიდან სახლი ძეგლია და “დაცულია” დანგრევის უფლება არ გვაქვსო, ამის გამო არც იყიდება, მაგრამ ვერც ანგრევენ.

როგორც გავიგე, 50-მდე კაცი ცხოვრობს შიგნით… ჰოდა, სანამდე საბოლოოდ ჩაიქცა ეს სახლი, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება.

სამართლებრივი დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვისაც ეხება, აქ თუ ნახა, იქნებ დააჩქაროს გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება ეს ხალხი ამდენი ხანია. სანამ რამე მომხდარა…”

"სანამდე საბოლოოდ ჩაიქცა, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება"

"სანამდე საბოლოოდ ჩაიქცა, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება"