რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” 2 პრიზით დაჯილდოვდა

რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" 2 პრიზით დაჯილდოვდარეზო გიგინეიშვილის ფილმმა “მძევლები” რიგით 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინოტავრი” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

“კინოტავრმა” ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” რეზო გიგინეიშვილი დაასახელა, ნომინაციაში “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი” კი გამარჯვებული ვლადისლავ ოპელიანცი გახდა.

რეზო გიგინეიშვილის “მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.