26 ივნისი, 2017

ქართველი სოპრანოს დებიუტი ქოვენთ გარდენის სცენაზე

ლონდონში ქოვენთ გარდენის სცენაზე ახალგაზრდა ქართველი სოპრანოს სალომე ჯიქიას დებიუტი შედგება.

სალომე არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია. მომღერალი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის ხოსე კარერასის პარტნიორიც გახდა და ტენორის მსოფლიო ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა.

26 ივნისს ლონდონის ქოვენთ გარდენის სცენაზე მოცარტის ოპერა “მითრიდატე, პონტოს მეფე” იქნება წარმოდგენილი, სადაც ქართველი სოპრანოს დებიუტი შედგება.

სალომე ჯიქიამ საოპერო სპექტაკლში გერმანელი სოპრანო ანეტ ფრიტში ქსიფარეს პარტიაში შეცვალა.