7 ივნისი, 2017

პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

17-დან 21 ივნისის ჩათვლით 9 აპრილის ბაღში შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორები მაყურებელს 5 დაუვიწყარ დღეს ჰპირდებიან. კლასიკური, პანტომიმის ჟანრის წარმოდგენების გარდა, სტუმრები თავბრუდამხვევ, თანამედროვე პერფორმანსებს დაესწრებიან და პლასტიკის, ქორეოგრაფიისა და მოძრაობის ნაზავს იხილავენ.

ქართველ მსახიობებთან ერთად, სცენას უცხოელი სტუმრები დაიკავებენ. საქართველოს პირველად ესტუმრებიან ესპანეთის თეატრის “colectivo lamajara”-ს მსახიობები. ბარსელონელი არტისტები სპექტაკლს ფესტივალის მიწურულს გამართავენ და თანამედროვე, ევროპულ დადგმას წარმოადგენენ.

შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი პროგრამა ასეთია:

17 ივნისი – ფესტივალის გახსნა

შალიკაშვილის თეატრის მუსიკალური ბენდი;

შალიკაშვილის თეატრის პერფომანსი;

ანუკა მურვანიძის შოუ (bodyart) პანტომიმის თეატრის მსახიობებთან და მოდელებთან ერთად;

Cantsleep – ელექტრონული მუსიკის ღამე. მონაწილეობენ, ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის არტისტები

Justus Kohncke ( Live ) – გერმანულ ლეიბლ KOMPAK- ის ოჯახის წევრი

Toke ( Live )
Micro Bax ( Live )
Levan Shanidze ( Live )
Digital Groove Affair
Will Gates

18 ივნისი

19:00 საათი – მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების გაცოცხლება – „Shalikashvili-Petviashvili Showcase“

21:00 საათი – პანტომიმის თეატრი. ამირან შალიკაშვილის სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი”

19 ივნისი

21:00 საათი – პანტომიმის თეატრი. დავით შალიკაშვილის სპექტაკლი “ნატვრის ხე”

20 ივნისი

21:00 საათი – სპეციალური სტუმარი – ესპანეთის თეატრი “colectivo lamajara”

21 ივნისი – ფესტივალის დახურვა

ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.