19 ივნისი, 2017

მარიამ როინიშვილის ახალი გამოწვევა

საოპერო მომღერალი მარიამ როინიშვილი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისი დებიუტი 23 ივნისს დრამატულ თეატრში შედგება. მარიამი მონაწილეობას იღებს ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “უკომენტაროდ”, რომელიც “აბრეშუმის თეატრში” იქნება წარმოდგენილი.

მარიამ როინიშვილი:

“ძალიან საინტერესო ამბავი გელოდებათ 23, 24, 25 ივნისს “აბრეშუმის თეატრში”!
მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩემი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა “სიყვარულის ნექტარში”.

არ დაგიმალავთ და რასაც ახლა ვიტყვი, ცოტა მეშინია…
ახლა კი ჩემი დებიუტი დრამატულ თეატრში შედგება!

ვღელავ, დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი გამოწვევაა და ამავე დროს ძალიან დიდი ბედნიერება და პატივია გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ასეთი პროფესიონალები არიან საქმისა, რომელსაც თავს სწირავენ….

დანარჩენი… დანარჩენი შემდეგ…. “უკომენტაროდ”…