Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში

19 ივნისი, 2017

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში“არტ ინფო” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი კეტი პერი ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების სამოსში წარსდგა.

ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი, ბელა ჰადიდი, რიანა – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით იწონებენ თავს.

მათ არც ლედი გაგა ჩამორჩა და ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კაბა მოირგო.

26 წლის ახალგაზრდა დიზაინერმა გიორგი ქებურიამ ეს კოსტიუმი თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთრის 2017-2018-ის სეზონის კოლექციაში წარმოადგინა.ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსში