ხმა მიეცით ლიზა ბათიაშვილს

ხმა მიეცით ლიზა ბათიაშვილსმსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ერთ-ერთ პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა წარდგენილი.

Gramaphone Classical Music Awards – ასე ეწოდება დაჯილდოებას, რომელშიც 10 საუკეთესო ცნობილი მუსიკოსია დასახელებული.
რჩეულთა შორის არიან მევიოლინეები, პიანისტები, ჩელისტები, საოპერო მომღერლები და დირიჟორები.

“არტ ინფო” გაძლევთ შანსს, ხმა მისცეთ ლიზა ბათიაშვილს.

ხმის მიცემა 16 ივნისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულს კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე 13 სექტემბერს დაასახელებენ.