14 ივნისი, 2017

კეტი პერი ქართველი დიზაინერების კოსტიუმში

ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ კოსტიუმებს მსოფლიო ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ირგებენ.

დემნა გვასალია, დავით კომა – ეს ის დიზაინერები არიან, ვისი სამოსიც ცნობილ ადამიანებს ყველაზე ხშირად აცვიათ.

მსოფლიო ვარსკვლავი კეტი პერი ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერების კოსტიუმში გამოჩნდა.

ლოს-ანჯელესში “Katy Perry – Witness World Wide” ფინალურ კონცერტზე მომღერალს ნინა და გვანცა მაჭარაშვილების დიზაინით შეკერილი სამოსი ეცვა – ქართული ბრენდი MACH & MACH.