26 ივნისი, 2017

“იამაყე საქართველოვ!”

ასტანაში ცნობილი ყაზახი მსახიობის ასანალი აშიმოვის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საპატიო სტუმრებთან ერთად, საღამოზე მიწვეული იყო რუსთაველის თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საიუბილეო საღამოდან ვიდეოჩანაწერს ავრცელებს:

“რობერტ სტურუა იყო ერთადერთი სტუმარი მრავალ სტუმართაგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომელსაც მიეცა საშუალება სიტყვით გამოსვლის ყაზახეთის კულტურის მინისტრისა და თურქულენოვანი სამყაროს თეატრების მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტთან ერთად.

1. ერთადერთი იყო რობერტ სტურუა სტუმრებთაგან, ვისაც სიტყვა სთხოვეს და სცენა დაუთმეს.

2. ვერ მოვასწარი გადაღება, როგორ წარადგინეს ის, მაგრამ მე ხომ მახსოვს: “მსოფლიო რეჟისორი”.

3. იამაყე საქართველოვ, რომ “ამფერი გყავარ განა.”